საშინელი მომსახურება და უდიერი დამოკიდებულება!
მაღაზიაში შევიძინე პაზლი, რომელსაც აკლდა ერთი დეტალი. ამას აბსოლუტურად დარწმუნებით ვამბობ, რადგან დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ის არ დამიკარგავს. ერთი დაკარგული დეტალი ნიშნავს, რომ მთელი პაზლი გამოუსადეგარია!
ამ პრობლემის შესახებ მივწერე მაღაზიის ოფიციალურ გვერდს, სადაც მითხრეს, რომ დამებრუნებინა პაზლი იმ ფილიალში, სადაც შევიძინე. დრო დავკარგე, მივიტანე, მითხრეს, რომ მენეჯერს დაუკავშირდებოდნენ. შემდეგ მენეჯერმა თავად დამირეკა და მითხრა: „მე არ ვიცოდი, რომ მარტის დასაწყისში იყიდეთ პაზლი.“ როგორ უნდა სცოდნოდა, თუ არც კი მკითხა?!
მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიამ გაიგოს - პაზლის აწყობას დრო სჭირდება! ეს არ არის ერთსაათიანი პროცესი, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, ვისაც ბევრი საქმე აქვს.
პაზლი არ გამომიცვალეს. ეს მაღაზია აბსოლუტურად არ ზრუნავს მომხმარებელზე. იქ დაბრუნებას აღარ ვაპირებ. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ!
0/10 მაღაზიას, მენეჯმენტს და მათ, ვინც მათ სოციალურ ქსელებს მართავს.